aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ქანთარია: ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ თვითმართველობის წინასაარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერთვება.  ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილი არ ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ გუნდს თუ დაჭირდა მხარში ამოუდგეს.

„ალბათ, არ ჩაერთვება ის იმიტომ, რომ გასულია პოლიტიკიდან ამ შემთხვევაში და წინა პერიოდს თუ გავიხსენებთ, მან როგორც მოქალაქემ ჩათვალა, რა თქმა უნდა, რომ გვერდზე უნდა დადგომოდა იმ გუნდს, რომელიც მან ჩამოაყალიბა. ახლაც შეიძლება მას ეს აზრი გაუჩნდეს და როგორც მოქალაქეს, მას ამის უფლება აქვს,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

იტვირთბა....