ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლევან მურუსიძე გიორგი მიქაუტაძემ შეცვალა

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად, 246 ხმით, გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე 25 ხმა მეორე კანდიდატს, რევაზ ნადარაიას ჰქონდა.

გიორგი მიქაუტაძემ ლევან მურუსიძე შეცვალა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტი 4 წლის ვადით ჩაიბარა.

საბჭოს მდივნობამდე, გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა.

დღეს მოსამართლეთა 21-ე რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდა, სადაც ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი,  ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია აირჩიეს.

იტვირთბა....