ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

დავით სერგეენკო ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს

ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ თემაზე განმარტება უკვე გააკეთა ივანიშვილმაც და მისმა ახლობლებმაც:

“მე ვფიქრობ, რომ თვითონ ბატონმა ბიძინამაც და მისმა რამდენიმე ახლობელმაც გააკეთეს უკვე განმარტება, რომ ეს რეალურად ჭორია. მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ და მჯერა, რომ დიდი ხანი იქნება კარგად “- განაცხადა სერგეენკომ და აღნიშნა, რომ ივანიშვილთან საუბარი არ ჰქონია.
ცნობისთვის, ივანიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა, რომელმაც დაწერა, რომ ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა.
ინფორმაცია სხვებთან ერთად უარყო “ქართუ ჯგუფის” წარმომადგენელმა, გიორგი უძილაურმა და ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერამ.

იტვირთბა....