ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეინარჩუნონ სახე”: მიქაელ ბოტკოველი დეკანოზ მამალაძის ძმას მიმართავს

მამა მიქაელ ბოტკოველი, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას მოუწოდებს, რომ მან ადამიანის სახე შეინარჩინოს. ბოტკოველი ამბობს, რომ დღეს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი სრული ვერსიაა და არ არსებობს პატრიარქთან შეხვედრის ვიდეოჩანაწერი. მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, საპატრიარქოს აუდიოჩანაწერს მამალაძის ოჯახს გადასცემს. შესაბამისად მათი მხრიდან დამატებით ბრალდებების გამოთქმა მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ  დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები პატრიარქს შეხვედნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟუნალისტებს განუცხადა, რომ სასულიერო პირები მას პატრიარქთან საუბარს აწყვეტინებდნენ. ამის საპასუხოდ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ მამალაძის აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და ვინაიდან შეხვედრა იწერებოდა, შესაძლებელია აღნიშნული მასალის გასაჯაროება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორიო აეროპორტში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები დახურულ კარს მიღმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მომდევნო სხდომა დღეს, 23 ივნისს, იმართება. პროცესებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც ესწრება.

იტვირთბა....