ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

“ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულები: ორი აქციონერი ცდილობს, რომ მისი დაწვა დაგვაბრალონ (ვიდეო)

“ბავშვთა სამყაროს” დაზარალებული მოვაჭრეები და აქციონერები დამწვარი სავაჭრო ცენტრის წინ არიან შეკრებილნი. ისინი აცხადებენ, რომ  ორი აქციონერი ცდილობს,  პროკურატურის დასკვნა,  ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ,  ისე გამოიყენონ,  თითქოს დანარჩენმა აქციონერებმა დაწვეს სავაჭრო ცენტრი.

მათი იურისტის, ვაჟა მაისურაძის განცხადებით, აუცილებელია დაზარალებულად გამოცხადდეს “ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრენი.

“ბავშვთა სამყაროში” ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს – ამის შესახებ საუბარია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნაში. საქმეს პროკურატურა იძიებს. მთავარ საგამოძიებო უწყებაში  და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ დაზარალებულებისთვის საქმის მასალების, მათ შორის საქმეზე მიღებული ექსპერტიზის დასკვნების გაცნობა.

პროკურატურამ მოვაჭრეების ადვოკატს გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელის მოწერა სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ  “ბავშვთა სამყარო” 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა.

https://www.youtube.com/watch?v=q3JfkAgNsZE&feature=youtu.be

იტვირთბა....