თურქული მედიის ცნობით, დასავლეთ თურქეთში, ნატოს საკუთრებაში არსებული სამხედრო ობიექტის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე მცირე აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, აფეთქება დღეს, ქალაქ იზმირში მოხდა. მათი ინფორმაციით, პოლიცია ამ დროისთვის აფეთქების მიზეზებს ადგენს.