თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრპოინტის ბათუმის “მაგნოლიას” ეპიზოდის განხილვა დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა.
როგორც ბრალდებულმა გუკა რჩეულიშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, კომპანია ცენტრპოინტს აქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება.
საქმის პროკურორები მოლაპარაკებისთვის მზად არიან, თუმცა ამბობენ, რომ ბრალდებულებმა დეტალურად გაწერილი დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ. მათი განცხადებით, კონკრეტული ინვესტორებისა და დაზარალებულების დაკმაყოფილების გეგმა დაცვის მხარეს ამ დრომდე არ წარმოუდგენია.
საქალაქო სასამართლოსთან პროცესის დაწყებამდე ცენტრპოინტის დაზარალებულებმა აქცია გამართეს და დაცვის მხარე სასამართლო პროცესების გაჭიანურებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.
შეგახსენებთ, მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4-წლიანი პატიმრობა 31 მარტს მიუსაჯა. პროკურატურა “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავებოდა.
გურამ რჩეულიშვილი 30 000-ლარიანი გირაოთი 6 აპრილს გაათავისუფლეს.