ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს სილიკონის ცრემლები რა უბედურება იყო? პოლიტიკური კარიერის ტირილით დაწყება რა სპორტია?”

“ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

“რამდენიმე სიტყვა ზაალ უდუმაშვილის კანდიდატობაზედ:

1) ზაალი ახლა გავიცანი კარგად – ძალიან ნორმალური შეხედულებების (ბევრი საერთო გამოვნახეთ), გონიერი ადამიანია.

2) გარდა იმისა, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს, არც პოლიტიკოსისთვის საჭირო ენერგია, ენთუზიაზმი, ინტერესი და ინიციატივა გააჩნია – ნებისმიერისთვის სასურველი ოპონენტია.

3) მისი ნომინირებით უდიდესი დარტყმა მიადგა რუსთავს, ამას ჯერ ნათლად ვერ ვხედავთ, მალე დავინახავთ.

4) ნაციონალურ მოძრაობას პარტიული რესურსი აღარ გააჩნია.

5) ეს სილიკონის ცრემლები რა უბედურება იყო? პოლიტიკური კარიერის ტირილით დაწყება რა სპორტია?”-წერს ჩერგოლეიშვილი.

ზაალ უდუმაშვილი, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, თბილისის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.  19 ივნისს, 9-საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ, ის მაყურებელს დაემშვიდობა. 

 

იტვირთბა....