ნიქოზის სკოლის პედაგოგებმა დირექტორი სკოლაში არშეუშვეს. მასწავლებლები თამაზ მელამაშვილის გადადგომას და გათავისუფლებული პედაგოგის მარინე მინდიაშვილის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
20 ივნისს მარინე მინდიაშვილი დისციპლინარული გადაცდომების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. დირექტორის განცხადებით, მას არაერთი საყვედური და გაფრთხილება ჰქონდა მიცემული, თუმცა დაწყებითი კლასების პედაგოგმა ეს არ გაითვალისწინა.
გასულ წელს, დირექტორმა მასწავლებელი მოსწავლის ცემაშიც დაადანაშაულა, თუმცა მაშინ ფაქტი არ დადასტურდა. მოკვლევას ამ და სხვა ფაქტებზე განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობდა.
თამაზ მელამაშვილს, რომელიც 9 წელია ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორია, პედაგოგები უსაფუძვლო გათავისუფლებებში და საკუთარი კადრების დასაქმებაში ადანაშაულებენ. დაწყებითი კლასების მასწავლებელი მარინე მინდიაშვილი ერთადერთი სერტიფიცირებული პედაგოგია სკოლაში.
სკოლაში დღეს ქიმიაში საატესტატო გამოცდა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მოსწავლეები და დამკვირვებელი შენობაში შეუფერხებლად შეუშვეს.
. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ თამაზ მელამაშვილმა სკოლიდან პედაგოგი მარინე მინდიაშვილი გაათავისუფლა. როგორც მასწავლებლები აცხადებენ, მინდიაშვილის სკოლიდან გათავისუფლება სრულიად უმიზეზოდ მოხდა.