ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აჭარის ბიუჯეტი 28 მილიონი ლარით იზრდება

აჭარის ბიუჯეტი 28 მილიონი ლარით იზრდება. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში იუწყებიან, მატება საინვესტიციო პროცესების გააქტიურებამ, შემოსავლების ზრდამ, ასევე ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებმა განაპირობა. ფინანსები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა გადანაწილდეს.

3 მლნ ლარით გაიზრდება საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტი, 1.200 ათასი ჯანდაცვის სამინიტროს ერგება, თანხები გაიწერება გაზიფიცირებისა და სპორტსკოლის მშენებლობისთვის.

“ბიუჯეტი 28 მილიონ ლარამდე თანხით გაიზრდება. პირველ რიგში თანხები გათვალისწინებული იქნება გაზიფიცირების პროექტისთვის, ბათუმში სპორტსკოლის მშენებლობისა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის” – აცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე.

2017 წლის აჭარის ბიუჯეტი 315 მილიონი ლარია. შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებით ცვლილებებს აჭარის უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს, სადაც დღეს ფინანსთა მინისტრის ანგარიში მოისმინეს

იტვირთბა....