ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

“ასეთ ვითარებაში ჩვენ არ მივიღებთ დღევანდელ საგანგებო განხილვაში მონაწილეობას და ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ კონსტიტუციის განხილვის ამ რიგგარეშე პროცესს,“ – განაცხადა მან.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებისთვის გაუგებარია, თუ რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების ფორსირებულ რეჟიმში განხილვას და რატომ არ აძლევენ ის პარტიებს ამ საკითხის მშვიდად განხილვის საშუალებას. მისი თქმით, მმართველი გუნდი დოკუმენტში სხვა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას და პირისპირ სხვა თემებზე საუბრობს.

„დღეს შემოვიდა ერთი დოკუმენტი და ზეპირი განცხადებით გვეუბნებიან მეორეს. ჩვენ არ ვიცით რას ვიხილავთ, ჩვენ ერთადერთი გვითხრეს, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები იქნება გაუქმებული.

შეგახსენებთ,  პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს „პატრიოტთა ალიანსიც” უცხადებს.

პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი უთხრა და მიუთითა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები ნაჩქარევად არ შეიტანონ. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური უარი, რადგან პარლამენტს მაინც შეუძლია რიგგარეშე სხდომის მოწვევა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სხდომა დღეს დანიშნა. რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ უშიშროების საბჭოსა და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებების საკითხს.

 

 

იტვირთბა....