ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი დეკანოზ მამალაძის ოჯახს ხვდება

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ოჯახის და პატრიარქის შეხევდრა  დაიწყო. გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები, მათ შორის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები ამ წუთებში ილია მეორეს ხვდებიან.

შეხვედრა ადვიკატების გარეშე მიმდინარეობს. საპატრიარქოში შესვლამდე დეკანოზის ოჯახის  წევრებმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

უცნობია ესწრებიან თუ არა დახურულ აუდიენციას სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირები. დეკანოზის ოჯახი დღეს საქმის შესახებ ინფორმაციას პატრიარქს მიაწვდის. ოჯახის წევრები განცხადებებს სწორედ ამის შემდეგ გააკეთებენ.

როგორც გუშინ დეკანოზის ძმამ განაცხადა, ისინი პატრიარქს მიაწვდიან იმ ინფორმაციას, რომელიც მისივე შეფასებით, დეკანოზის უდანაშაულობას ამტკიცებს და რომელსაც პროკურატურა უწმინდესს არ აწვდის. თორნიკე მამალაძე ასევე საპატრიარქოს შიგნით არსებულ კონკრეტულ ძალებზე საუბრობს, რომლებიც ცდილობენ პატრიარქს სწორი ინფორმაცია დაუმალონ.

დეკანოზის ძმა განმარტავს, რომ თუ პატრიარქთან შეხვედრა მხოლოდ დალოცვის ფორმატით წარიმართება, ისინი შეეცდებიან რომ ილია მეორესთან ინფორმაციული აუდიენცია გამართონ.

დეკანოზს საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს განახლდება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს.

იტვირთბა....