ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთში დაკავებულ ქართველებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის ბრალდებით, თურქეთში დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს თურქეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები სტამბოლის სხვადასხვა უბანში მოქმედებდნენ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამომძალველებს ხუთ სხვადასხვა შემთხვევას უკავშირებენ. დაკავების ოპერაცია სტამბოლში განხორციელდა.

მედია სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. ასევე ცნობილია დაკავებულთა ინიციალებიდა ასაკი: მიხეილ ჯ. (31) მამუკა ჯ. (39) ტარიელ შ. (46) ემზარ რ. (54) მალხაზ გ. (30).

იტვირთბა....