ბოლო დროს პოპულარულ თემად ქცეულ, კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით საუბრებს “გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი დროის ფუჭად ხარჯვაა.
„სამყარო 10 წელიწადში იქნება სულ სხვანაირი. კაცობრიობა კატასტროფული სიჩქარით პროგრესირებს, ჩვენ კი მიუხედავად იმისა, რომ ჯერ წუმპეში ვსხედვართ და მილიონი პრობლემა გვაქვს, ვლაპარაკობთ რაღაც მეფეებზე და ბოდვებზე. ვინმეს, ერთ ადამიანს მაინც სჯერა, რომ მის პრობლემებს მეფე მოაგვარებს?“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „იმედის“ ეთერში.
შეგახსენებთ, პატრიარქმა ქადაგებისას მონარქიის თემას შეეხო და განაცხადა, რომ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე მოაქვს.