გუშინ ღამით, გამრეკელის ქუჩაზე მცხოვრებ ბერ ნიკოლოზს ნაქირავებ ბინაში მეპატრონე არ უშვებდა. ბერი ნიკოლოზის თქმით, მან ქირა წინასწარ გადაიხადა და კერძო მესაკუთრე მას როგორც წმინდანს ისე დევნის.
ადგილზე შეკრებილი მრევლი ბერი ნიკოლოზის სახლში შეშვებას ითხოვდა. ამ მოთხოვნას პოლიციელებსა და მრევლს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მივიდა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.
მოგვიანებით, ბერი ნიკოლოზი ნახიქავებ სახლში შევიდა.