ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“პუტინმა თქვა, რომ მე გიჟი ვარ”: სააკაშვილი პუტინის ინტერვიუს გამოეხმიანა

“პუტინმა თქვა, რომ  მე გიჟი ვარ, ეს „გებისტური“ მეთოდია, როდესაც ოპონენტებს გიჟებად აცხადებენ”, – საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუს გამოეხმაურა.

„ოლივერ სტოუნისთვის მიცემულ ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ ყველამ იცის, რომ მე გიჟი ვარ. ეს ძველი „გებისტური“ მეთოდია. როდესაც ოპონენტებს გიჟებად აცხადებენ. პუტინის თვალსაზრისით მართლაც გიჟი უნდა იყო, რომ შენს განკარგულებაში ათობით მილიარდი დოლარი იყოს და შენ არაფერი მოიპარო.

გიჟი უნდა იყო, რომ არ დანებდე შანტაჟსა და წნეხს, გიჟი უნდა იყო, როგორც მე, იფიქრო, რომ უკრაინა ევროპის ზესახელმწიფო გახდება. რა თქმა უნდა, პუტინისთვის სიგიჟეა, როდესაც ვინმე ფიქრობს, რომ პუტინს მალე ბოლო მოეღება და უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში. ამაში მე სრულად ვარ დარწმუნებული“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

იტვირთბა....