ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გიორგი მღებრიშვილი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხებს

შს მინისტრისა და უმრავლესობის დეპუტატების დახურული შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე საუბარი იყო აფგან მუხთარლისა და “ბირჟა მაფიის” საქმეებზე. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ გიორგი მღებრიშვილი პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ამ ეტაპზე, ზუსტდება როდის და რომელი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრება გიორგი მღებრიშვილი.

შს მინისტრისა და უმრავლესობის შეხვედრა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.

იტვირთბა....