ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პეკინის გამზირზე ტროტუარის გაფართოება იგეგმება: შესაძლოა, სკამებიც დაემატოს

პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარის გაფართოება იგეგმება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განცხადა.

მისი თქმით, მიწისქვეშა გაყვანილობებისა და გზის საფარის რეაბლიტაციის შემდეგ, 70 სანტიმეტრით გაიზრდება ტროტუარის ფართობი დაკეთილმოეწყობა. კერძოდ, ტროტუარებზე შესაძლოა, სკამები დაემატოს. ასევე საუბარი მიმდინარეობს ველობილიკების მოწყობაზეც.

ლაშა აბაშიძემ ასევე განმარტა, რომ პეკინის გზის რეაბლიტიაციის მთავარი მიზეზი დაზიანებული მიწისქვეშა გაყვანილობა გახდა. მისი თქმით, გზის საფარის ქვეშ წყლის დენები იყო, რაც პეკინზე მდებარე სახლებსა და გზის საფარს აზიანებდა.

შეგახსენებთ, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, პეკინის ქუჩა ცალმხრივად გადაიკეტა. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში ჩატარდება და სავარაუდოდ, 10 სექტემბრამდე დასრულდება.

იტვირთბა....