ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვენეციის კომისიის მდივანი: საქართველო არ უნდა დაელოდოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას და უკვე უნდა შექმნას სენატი

ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი აცხადებს, რომ არის გარკვეული საკითხები საკონსტიტუციო ცვლილებებში, რაშიც ისინი ქართულ მხარეს არ ეთანხმებიან, -ამის შესახებ მან გადაცემა “პანორამაში” განაცხადა:
“ერთ-ერთი საკითხი, რომელშიც არ ვეთანხმებით ქართულ მხარეს მდგომარეობს იმაში, რომ ვენეციის კომისიის აზრით საქართველომ უკვე უნდა შექმნას სენატი, მეორე პალატა და ამისათვის არ დაელოდოს აფხაზეთისა დ სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას ქვეყანაში. არსებობს გარკვეული შეკითხვები მართლმსაჯულებასთან მიმართებაში. ჩვენ გვაცნობეს, რომ იგეგმება პრობაციის პერიოდის გაუქმება მოსამართლეებისთვის შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ გვესმის, რომ ეს არ შეიძლება დაუყოვნებლივ გაკეთდეს, ამას გარკვეული მზადება სჭირდება. ჯერ კიდევ განვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის და დანიშვნის საკითხს”,-განაცხადა მარკერტმა.
ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ხვალ, 21 ივნისს გახდება ცნობილი.

იტვირთბა....