უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი “ქართული ოცნების” მიერ არის წარდგენილი და დამტკიცებული, შესაბამისად როგორც სხვა დანარჩენი მინისტრებისგან მისგანაც პერიოდულად აქტუალურ თემებზე პასუხებს ისმენენ.
მისივე თქმით, დღესაც მორიგი სამუშაო შეხვედრაა და “არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მუხთარლის საქმეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ისაუბრებენ.
როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ ოფისში შს მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხვდებიან.