ახალი ამბები მედია მთავარი

ვასილ მაღლაფერიძე “რადიო თავისუფლების” გადაცემების დახურვაზე კომენტარს აკეთებს

„გადაცემები დაიხურება და გაიხსნება,“ – ასე უპასუხა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელმა, ვასილ მაღლაფერიძემ “რადიო თავისუფლების“ გადაცემების დახურვაზე დასმულ შეკითხვას.

საუბარია გოგი გვახარიას „წითელი ზონისა“ და სალომე ასათიანის „ინტერვიუს“ დახურვის შესახებ. მაღლაერიძემ გადაცემების დახურვის მიზეზებზე არ ისაუბრა.

„ჩატარდა კონკურსი, ახლა კეთდება პილოტები, პილოტებში, კონკურსებში ვინც გაიმარჯვებს, ის გადაცემები დარჩება. შემდეგ კიდევ ჩატარდება და ასე გაგრძელდება ცხოვრება მუდმივად,“- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “რადიო თავისუფლების” გადაცემები – გოგი გვახარიას “წითელი ზონა” და სალომე ასათიანის “ინტერვიუ” “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” დაიხურა.

იტვირთბა....