ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საცობი მეტროში: სატრანსპორტო კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დღეს მეტრო სადგურში მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო, მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა დაამატა. კომპანია ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

“დღეს პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა ნაკადი გაიზარდა. ამიტომ, მეტროში საბურთალოს ხაზს მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა დაემატა ამ დრომდე მოძრაობდა 6 3-ვაგონიანი შემადგენლობა. მოთხოვნის შესაბამისად, დილიდან დაემატა მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა.

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები დღის განმავლობაში დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადებს და საჭიროების შემთხვევაში, საბურთალოს ხაზს კიდევ ერთი სამვაგონიანი მოძრავი შემადგენლობა დაემატება.
თუ ახლა მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი 4,5 -5 წუთია, ახალი შემადგენლობის დამატება გამოიწვევს მოძრაობის ინტერვალის 25 წამით შემცირებას”,-ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....