ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არასდროს მომიმართავს თქვენთვის ასე ღია ტექსტით”: “პეკინის ქუჩა სავალალო დღეშია”

საკრებულოს დეპუტატი დამოუკიდებელი ფრაქციიდან „დედაქალაქი“, შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ პეკინის ქუჩაზე 50-იანი წლების შემდეგ არაფერი შეცვლილა მიწისქვეშა კომუნიკაციების კუთხით. ის აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს დადებითად აფასებს.

“არასდროს არ მომიმართავს თქვენთვის ასე ღია ტექსტით.
ამ მომართვას საფუძვლად დაედო დღეს გავრცელებული უარყოფითი კონტექსტის განცხადებები, რომელიც პეკინის ქუჩის რეაბილიტაციას ეხება (დაწყებული საქმიანი შენიშვნებით და დამთავრებული პოლიტიკური (!) წყევლა-კრულვით).
ბევრი მედია-საშუალება დამიკავშირდა ამ თემაზე, რამდენიმე გულმოდგინედ ცდილობდა მხოლოდ უარყოფით ნოტზე მესაუბრა.
არ გამოვა ასე,
პეკინის ქუჩა სავალალო დღეშია, 50-იანი წლების შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა მიწისქვეშა კომუნიკაციების კუთხით.
არ შეიცვალოს?
როდემდე?
ჩვენ ერთად უნდა მოვახერხოთ და ერთად უნდა გადავიტანოთ რეაბილიტაციით გამოწვეული დისკომფორტი.
პირველი დღე იყო ერთგვარი საადაპტაციო პერიოდი და დღეიდან უკვე პრაქტიკულად საცობები აღარ არის.
უფრო მეტიც: ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი მთხოვს, რომ იქნებ მოძრაობის ასეთი სქემა დარჩეს მომავალშიც.
ჩვენ თუ სოლიდარულნი ვიქნებით, ყველანაირ პრობლემას დავძლევთ.
ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლო საქმეა პეკინის ქუჩისთვის.
ამ თემაზე საუბარი მომავალშიც გავაგრძელოთ” – წერს შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პეკინის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე გზა გადაკეტილია. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, სარემონტო სამუშაოები 10 სექტემბერს დასრულდება.

იტვირთბა....