გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს ხვდებიან. შეხვედრა “ოცნების“ ოფისში მიმდინარეობს. შეხვედრა სავარაუდოდ, აზერბაიჯენლი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს. მმართველმა გუნდმა გუშინ დააანონსა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე შს მინისტრს შეხვდებოდნენ.