ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თავადაზნაურობის ინსტიტუტიც აღვადგინოთ”?

ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ გადაცემა “360 გრადუსში” კონსტიტუციურ მონარქიაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ პრეზიდენტს მეფე ჩაანაცვლებს ეს ხარჯებს არ გაზრდის, მას ექნება იგივე ბიუჯეტი, რაც პრეზიდენტს.

“ზოგადად მონაქრიის იდეა ძალიან მომხიბლელია. ჩვენ ვდგავართ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე. ჩვენ რომ გვქონოდა მონარქიის რაღაცა ტრადიცია ამაზე ადვილად გადავიდოდით და შევინარჩუნებდით. თან წყვეტა რომ არ იყოს ხანგრძლივი. მონარქის შენახვა არის იგივე ხარჯი რაც არის პრეზიდენტის შენახვა. პრეზიდენტს რომ ხარჯების გამო აკრიტიკებენ არ მესმის, პრეზიდენტს ხარჯები დაუმტკიცა პარლამენტმა. დაემტკიცებინათ ნაკლები და აღარც გააკრიტიკებდა”, – განაცხადა პაპავამ.

“საინტერესოა, რას ვუშვებით თავადაზნაურობას? ეს არის მთელი პრობლემა. ეს ინსტიტუტიც უნდა აღვადგინოთ? თუ ამ ინსტიტუციის გარეშე უნდა იყოს? იმიტომ, რომ იქ სადაც არის მონარქი ეს ინსტიტუტიც რაღაც დონეზე უნდა იყოს წარმოდგენილი”, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

შეგახსენებთ, პატრიარქმა ქადაგებისას კონსტიტუციურ მონაქრიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ქვეყანაში მშვიდობა შეაქვს.

იტვირთბა....