ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე”

“სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია ეთერში საზოგადოების წინაშე ერთად ემსჯელათ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მის შეთევაზებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას.

მისი შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი არ არის მოწოდებული, ხელი შეუწყოს კონსენსუსის ჩამოყალიბებას და თავს არიდებს ისეთ ფორმატს, რომელიც საზოგადოებას სრულფასოვან წარმოდგენას შეუქმნიდა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.

”პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მოწინაადეგე იყო თვეების განმავლობაში, არ უნდა უჭირდეს საკუთარი პოზიციების დაცვა ღია ეთერში საზოგადოების წინაშე.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ გიორგი მარგველაშვილს, მისცეს საზოგადოებას საშუალება, პრეზიდენტისა და პარლამენტის პირველი პირისგან მოისმინოს არგუმენტები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ”,- ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

იტვირთბა....