ახალი ამბები მთავარი სამართალი

რას ამბობენ კლინიკა “რუსთავში” მშობიარეს გარდაცვალების ფაქტზე

“გავუკეთეთ საკეისრო კვეთა და მოვახერხეთ ბავშვის გადარჩენა. სამწუხაროდ, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მშობიარის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანარჩენს ექსპერტიზა დაადგენს“, – ამის შესახებ კლინიკა “რუსთავში” მშობიარის გარდაცვალების ფაქტზე რეანიმატოლოგმა მაია გველესიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მშობიარე ქალს სავარაუდოდ, ემბოლია განუვითარდა. მისივე თქმით, კლინიკაში შეყვანისას მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, დღეს რუსთავში, კლინიკა ,,რუსთავში” მშობიარობის დროს 28 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. მშობიარე ქალი კლინიკაში დილის 04:00 საათზე შეიყვანეს. ექიმებმა ჩვილის გადარჩენა მოახერხეს, ახალშობილი მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კლინიკის თანამშრომლები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

იტვირთბა....