ახალი ამბები მთავარი სამართალი

კლინიკა “რუსთავში” მშობიარობისას 28 წლის ქალი გარდაიცვალა

რუსთავში, კლინიკა ,,რუსთავში” მშობიარობის დროს 28 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მშობიარე სამშობიაროში გამთნიისას მიიყვანეს. ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს, 28 წლის ქალი კი გარდაიცვალა.

კლინიკის თანამშრომლები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. ასევე, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

იტვირთბა....