ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთში ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქეთაგან ერთი გაათავისუფლეს

თურქეთში, ქურდობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქიდან 4-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება დაკავებულთაგან ერთ-ერთ ქალს, ის გაათავისუფლეს, თუმცა მას პროცესის დასრულებამდე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

საქარველოს დესპანის განმარტებით, დაკავებულების ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს.

„მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ როგორც სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის მომსახურებით, აგრეთვე თარჯიმნით. იმ შემთხვევაში თუ მოგვმართავენ ოფიციალურად ჩვენი მოქალაქეები ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, ჩვენ მათ შუამდგომლობას გავიწევთ და შემდეგ უკვე მათ შეეძლებათ დაურეკონ საპატიმრო დაწესებულებიდან ოჯახის წევრებს,“ – განაცხადა თურქეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა გელა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ თურქმა სამართალდამცველებმა ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს. პოლიციამ დამნაშავეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების მეშვეობით შეძლო. დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ამოღებულია ოქროულობა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები.

იტვირთბა....