ლონდონში, მრავალსართულიანი საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას telegraph-ი ავრცელებს.
ლონდონის პოლიციამ ხანძრის დროს გაუჩინარებული ადამიანები გარდაცვლილად გამოაცხადა.
შეგახსენებთ, 14 ივნისს, ლონდონის დასავლეთით, კენსინგტონის რაიონში 27-სართულიან საცხოვრებელ შენობას – Grenfell Tower, ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა. ხანძარი მთელს შენობას 15 წუთში მოედო.
სახლში სავარაუდოდ 600-დე ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა რამადანის გამო ბერვი მათგანი გარეთ იმყოფებოდა.