ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლონეთში პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავა

პოლონეთის ქალაქ ოპოლეს პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავა. აღნიშნულის შესახებ პოლონური მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან ძარცვისა და ქურდობის 16 შემთხვევაში.

დაკავებულების საცხოვრებელ სახლში ამოღებულია 50 ათასი ზლოტის ოდენობის ტექნიკა, ძვირფასი ნივთები. დაკავებულებს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს მოქალაქეები ქურდობის და ძარცვის ბრალდებით საბერძნეთსა და თურქეთშიც დააკავეს.

იტვირთბა....