გვიან ღამით გურჯაანის აგრარული ბაზარი გაქურდეს. სასურსათო მაღაზიის მეპატრონის ცნობით, უცნობმა პირმა მაღაზიიდან სიგარეტი, ლუდი და რამდენიმე სახის პროდუქტი გაიტანა.
როგორც მეპატრონე აღნიშნავს, მას დილით შენობის ფანჯარა გატეხილი დახვდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებს დაუკავშირდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.