აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კუბის მიმართ პოლიტიკას ამკაცრებს. მაიამიში სიტყვით გამოსვლის დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოფიციალურ ჰავანასთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ განაცხადა.
ახალი ზომები კუბის არმიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან ამერიკული კომპანიებისა და კერძო პირების პირდაპირი კავშირებისა და დაფინანსების შეჩერებას ითვალისწინებს.
ტრამპის თქმით, განახლდება შეზღუდვები მოგზაურობასა და ვაჭრობაზეც, თუმცა ვაშინგტონი ჰავანასთან დიპლომატიურ ურთიერთობას შეინარჩუნებს.