ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა მიწების მიყიდვის შესახებ მორატორიუმის პროექტი მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილება მიწის კანონში. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, შეჩერდება “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის იმ რეგულაციის მოქმედება, რომელიც მიწის ფლობასთან დაკავშირებით უცხოელების უფლებებს განსაზღვრავს.

ინიციატივის თანახმად, მორატორიუმი საკოსნტიტუციო ცვლილებების მიღებამდე იმოქმედებს. პროექტი მესამე მოსმენით 87 ხმით, ერთხმად მიიღეს. საკანონმდებლო განხილვებისას ინიციატივას მხარს არ უჭერდა “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”.

იტვირთბა....