ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვენეციის კომისია: პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება

პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება – ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ მომზადებული დასკვნის განხილვის შემდეგ, პრესისთვის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„მივესალმებით , რომ ახალი სისტემა არ იქნება გამოყენებული მომავალი წლის არჩევნებში და ის 2023 წლიდან ამოქმედდებ“, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ არჩევნებში უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს უპირობო და მუდმივი პრიორიტეტი. რაც შეეხება ბიუჯეტს, ვენეციის კომისია იმეორებს წინა რეკომენდაციას , რომ პარლამენტის როლი გაზრდილი უნდა იყოს.

ამასთან, ინფორმაციაში საუბარია კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრისა და პარლამენტის არჩევის წესის შესახებაც.

ვენეციის კომისიის დასკვნის სრული ტექსტი მის ვებგვერდზე ორშაბათს, 19 ივნისს გამოქვეყნდება.

იტვირთბა....