საქართველოს დედაქალაქის შუაგულში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს მაღალი კლასის ქართული რესტორანი „ფაეტონი”, რომლის ეზოში შესვლისთანავე, ქალაქის ხმაურიდან, მოულოდნელად, მყუდრო, მწვანეში ჩაფლულ წალკოტში აღმოჩნდებით.
ეს რესტორანი თავისი ეთნოგრაფიული ინტერიერით და თბილისური შინაარსით მოგხიბლავთ. აქ ყოველთვის, ყოველდღე გულთბილად გხვდებიან, გელოდებიან დილის 10 საათიდან და გმასპინძლობენ ბოლო სტუმრის წასვლამდე.
დარბაზებსაც საინტერესო სახელები აქვთ: ქალაქური დარბაზი, ბუხრიანი დარბაზი, თბილისური დარბაზი, აზიური დარბაზი, სალხინო ოთახები – ასე მოიხსენიებენ კუპეებს. აქ არის ნამდვილი ქართული მარანიც..
რესტორანი უგემრიელესი ქართული ტრადიციული კერძებით, გემოვნებიანი მუსიკით, ულამაზესი ინტერიერ-ექსტერიერით, არაჩვეულებრივად მოვლილი და გამწვანებული ბაღით.
თუ ქართული სამზარეულო გიყვართ და ახალი გემოს აღმოჩენა უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ, მაშინ „ფაეტონს“ აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
როგორც კი მაგიდასთან დაბრძანდებით და მენიუს გადაშლით ,აქ ყველა ნაცნობ და საყვარელ ქართულ კერძს იპოვით. თუმცა, „ფაეტონს“ სხვა ქართული რესტორნებისგან თავისი ხელწერა განასხვავებს – მომზადების ტექნოლოგია, ხარისხი და ახალი ინგრედიენტები.
„ფაეტონის“ სამზარეულოში უმაღლესი ოსტატობით, გამოცდილი და კრეატიული მზარეულების მიერ შექმნილი კულინარიული შედევრები ახალ სიცოცხლეს სძენს ისეთ ტრადიციულ კერძებს, როგორიცაა: ხაჭაპური, მწვადი, ქაბაბი, ფხალეული, ჩაქაფული … და ა. შ.
„მეტრონომი“ შ.პ.ს. “ფაეტონის” დამფუძნებელს, ქალბატონ ხათუნა ბოცვაძეს ესაუბრა.
ქალბატონი ხათუნა: „ჩვენთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანია ჩვენი ეზო… ხედავთ ალბათ, როგორი მოვლილია ეზო, რა მწვანეა და რამდენი ვარდი ხარობს… აქ ყოველთვის რაღაც ყვავილობს. მაგნოლია დაასრულებს ყვავილობას და მერე ვარდები იშლება, შემდეგ შროშანი, ნარცისი… ზოგი მცენარის სახელი არც ვიცი, ერთი მაგიდის სტუმარი მეორე მაგიდის სტუმარს ვერ ხედავს, იმდენი დეკორატიული ბუჩქი და ხვიარაა ირგვლივ… ხეები ბუნებრივ „ქოლგებს“ ქმნიან, ვაზიც გვაქვს, ტალავერებიც, გარგარი, ბალი, ალუჩა, ლეღვი, ბროწეულები… რა არაა აქ… სხვათაშორის, ახლა, ბროწეული ყვავილობს, ნახეთ, რა ლამაზია“!!!
ზაფხულის ცხელ საღამოებს განსაკუთრებულად სასიამოვნოს ხდის ეზოში ცოცხალი მუსიკის მოსმენა…შუა ეზოში მწვანეში ჩაფლული სცენაა, საიდანაც ქართული სიმღერები სასიამოვნო ჰანგებად იშლება… სოლისტი მაგდა ნიკოლეიშვილი მღერის ქართველი კომპოზიტორების რჩეულ სიმღერებს… ანსამბლ ფაეტონის ბიჭები კი ხალხურ სიმღერებს ასრულებენ… მერე მაგდა და ბიჭები ერთად მღერიან… ტრიოები, დუეტები, ქალაქური თუ გიტარაზე საღიღინო სიმღერები… მოკლედ, რაც მოგნატრებიათ და გესიამოვნებათ, გპირდებით, აქ მოისმენთ. პროგრამა მართლაც რომ მრავალფეროვანი და სასიამოვნოა და რაც მთავარია, არ არის ხმაურიანი და შემაწუხებელი. დამფუძნებლის თქმით, რესტორნის კონცეფცია და გარემო ერთგვარად „გვზღუდავს“ და „გვაიძულებს“ ქართული სიმღერის ჩარჩოდან არ გავიდეთ, რაც, ალბათ დამეთანხმებით, ძალიან სასიამოვნოცაა.
რესტორანი ყოველთვის ზრუნავს სტუმრებზე და სიახლესაც ხშირად სთავაზობს. აქ ამბობენ, რომ მსგავს თევზეულს ვერსად მიირთმევთ, არა თუ თბილისში, არამედ მთელ აღმოსავლეთ საქართველოში. შავი ზღვის თევზები „ფაეტონში“ პირდაპირ ბათუმის სანაპიროდან იგზავნება.
“შავ ზღვაში ახალდაჭერილ თევზებს გვიგზავნიან და თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის ახალი, გაუყინავი თევზი გვაქვს: გარბული, ქამბალა, სარღანი, ხონთქარი იგივე „ბარაბულკა“, სამეფო კეფალი და სხვა… მოკლედ, გვაქვს თევზის მრავალი სახეობა, რომელსაც შავი ზღვა გვჩუქნის… ეს კი ჩვენი ახალი ხაზია, რომელიც რამდენიმე თვეა დავამატეთ“ – ამბობს ქალბატონი ხათუნა.
„აგრეთვე არის ზღვის პროდუქტების სხვა არჩევანიც – კალმარები, კრევეტები, მიდიები, და.შ. ასევე სტუმრებს მარხვის პერიოდის დადგომასთან ერთად, განსაკუთრებულ კერძებს ვთავაზობთ. მარხვა დაიწყო და ალბათ ასეთი კერძები საინტერესო იქნება მათთვის ვინც მარხულობს.
მაგალითად, მიდიებისგან ძალიან გემრიელ ჩაშუშულს ამზადებს ჩვენი რესტორნის შეფ-მზარეული დათო გიორგბერიძე.
თუ ნამდვილი ქართული ქეიფი მოგენატრათ, თქვენი ადგილი რესტორნის ქალაქურ დარბაზშია, ხალხურ სიმღერებს აქ ქართული ცეკვებიც ერთვის და დაუვიწყარი სანახაობა იქმნება… ხოლო თუ მოლხენა მეგობრების ვიწრო წრეში გსურთ, რომელიმე სალხინო ოთახი აირჩიეთ“. – გვიყვება ქალბატონი ხათუნა.
შესაძლოა, სტუმარს საღამოს გატარება თბილისურად, მტკვარზე გადაშლილ ვერანდაზე ურჩევნია. რესტორანი ამ სურვილსაც შეუსრულებს სტუმარს და მტკვრიდან წამოსული გრილი ნიავითაც ასიამოვნებს.
„რესტორანი„ფაეტონი” მშვიდი და თბილი გარემოა თქვენთვის, თქვენი ოჯახის წევრებისთვის, თქვენი მეგობრებისთვის. საუკეთესო ადგილი საქმიანი შეხვედრებისთვის, კორპორატიული საღამოებისთვის, მეგობრებთან ერთად, წყნარ გარემოში ქართული სამზრეულოს დასაგემოვნებლად.
აჩუქეთ თქვენს თავს ერთი საოცარი საღამო და თქვენ აქ აუცილებლად დაბრუნდებით!!!
„ფაეტონში“თქვენს თვალწინ აცხობენ შოთის პურებს, რომელიც ტურისტებს განსაკუთრებით ხიბლავს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ აქაური კულინარია მხოლოდ შედეგით როდი გასიამოვნებთ. თუ ოდესმე ერთხელ მაინც საკუთარი ხელით თონეში ჩაკრული პურის გემო არ გაგისინჯავთ, „ფაეტონში“ ამის გამოცდილებას ნებისმიერი მსურველი მიიღებს.
რესტორან „ფაეტონის“ მზარეულების დახმარებით სტუმრებს შეუძლიათ თავად შეწვან მწვადი, მოახვიონ ხინკალი, ჩააკრან პური, ამოავლონ ჩურჩხელები. იქვე, სახელდახელოდ გამოხადონ ჭაჭა და დაააგემოვნონ თბილ-თბილი, ახალგამოხდილი სასმელი. ამისთვის აქ არის ე.წ. კახური „ზაოდი“.
„მოკლედ, რისი სურვილიც ექნებათ სტუმრებს, ყველაფრის მასტერკლასი შეგვიძლია ჩავუტაროთ. ვფიქრობ, ეს უცხოელი სტუმრებისთვის შექმნილი უნიკალური შესაძლებლობაა.
ერთი სიტყვით, ეს არის ადგილი, სადაც უცხოელმა სტუმარმა ერთდროულად შეიძლება ნახოს და გაეცნოს ქართულ ფოლკრულ სიმღერასა და ცეკვას, ისიამოვნოს ქართულ ტრადიციული სამზარეულოთი და შეიგრძნოს ქართული სტუმარ-მასპინძლობის მადლი”, – ამბობს „ფაეტონის“ დამფუძნებელი.
„ფაეტონი“ – არაჩვეულებრივი გარემო, ეკოლოგიური და გამწვანებული ბაღი, ზომიერი ფასები, სიმღერის და მუსიკის ცოცხალი შესრულება და მენიუ, რომელიც მრავალფეროვან თავგადასავლებს გპირდებათ.
დარწმუნებული ვართ, უკან აუცილებლად დაბრუნდებით!
რესტორანი „ფაეტონი” – ხარისხი და გარემო, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.