ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კობა ნარჩემაშვილი: მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ-ის არის გიორგი სანაიას მკვლელი

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკასთან“, ცნობილი ტელეწამყვანის, გიორგი სანაია მკვლელობას იხსნებს:
„გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე გაიხსნა ჩემს დროს. მას შემდეგ 2 ხელისუფლება შეიცვალა. იმ კაცმა 13 წელი მოიხადა. რაც მიუსაჯეს ერთი დღე არ დაუკლიათ, ისე მოიხადა სასჯელი. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორი ძველი საქმეების გახსნა შეძლო, ამ საქმეში რატომ ვერ შეიტანეს ერთი დისონანსიც კი მაშინ? იმიტომ, რომ აბსოლუტურად მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის ვინც არის მაშინდელი გამოძიების მიერ დასახელებული გიორგი სანაიას მკვლელად, სწორედ ის არის ამ დანაშაულის ჩამდენი. ადამიანებს შეიძლება ძალიან ბევრი ეჭვი ჰქონდეთ, მაგრამ ამ ეჭვს კონკრეტული საფუძველიც უნდა გააჩნდეს. გიორგი სანაიას მკვლელობა -ეს აბსოლუტურად არ იყო პოლიტიკური ნარატივი. შსს-ს ვალდებულება ამ საქმის ოპერატიული მომსახურება, გახსნა და ოპერატიული უზრუნველყოფა იყო, გამოძიება იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის კომპეტენცია. გამოძიების ნიუანსები და დეტალები ისე, როგორც გამომძიებელმა, მე არ ვიცი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა დაშვება და შეხებაც მე მქონდა ამ საქმესთან, ეს არ იყო პოლიტიკური დატვირთვის და პოლიტიკური ნარატივის საქმე“, – განაცხადა ნარჩემაშვილმა ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში, გადაცემაში “ინტერვიუ ვანიჩკასთან”.

2001 წლის ზაფხულში ცნობილი ქართველი ტელეჟურნალისტი გიორგი სანაია მოკლეს. ოფიციალური ვერსიით, მკვლელობის მიზეზი პირადი უთანხმოება გახდა. მკვლელობის ბრალდებით გრიგოლ ხურცილავა დააპატიმრეს. ჟურნალისტის ოჯახი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას დღემდე არ ეთანხმება და მკვლელობას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

იტვირთბა....