ჩინეთში, ძიანსუში მომხდარ აფეთქებას ადგილობრივი პოლიცია ეხმიანება და მას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს.
მათი ინფორმაციით, აფეთქება საბავშვო ბაღთან 22 წლის ახალგაზრდამ, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით განახორციელა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამწუხაროდ, ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 65 კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.