საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყნის შიგნით მოძრავი ვიზიტორების რაოდენობა 987 700–დან 977 500-მდე შემცირდა.
იანვარ-მარტში შიდავიზიტორების 13% აჭარაში იმყოფებოდა. რეგიონს იანვარ-მარტში 85 500 შიდა ვიზიტორი ეწვია. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92 700 ვიზიტორით ნაკლებია. თუმცა აჭარა, ამ მაჩვენებლით, რეგიონებს შორის იმერეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
“საქსტატის” მონაცემებით, ვიზიტებისას მონახულებული ადგილების საშუალო თვიური განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი – 26,9%, იმერეთი – 20,1%, აჭარა- 10.4%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7,9%, კახეთი – 7,1%, ქვემო ქართლი – 6,3%, შიდა ქართლი – 7,3%, სამცხე-ჯავახეთი – 4,7%, მცხეთა-მთიანეთი – 5,5%, გურია – 2,8%, რაჭა – 1%, აფხაზეთი – 0,2%.
ვიზიტორების ხარჯებმა 112,2 მლნ ლარი შეადგინა, საშუალო ხარჯი ვიზიტზე კი 114,8 ლარით განისაზღვრა. საშუალო ხარჯში ყველაზე დიდი წილი მოდის კვებაზე (საშუალოდ დღეში 24,5 ლარი), საყიდლებსა (35,9 ლარი სშუალოდ) და ტრანსპორტზე (22 ლარი საშუალოდ).
ვიზიტების უდიდესი წილი 55,2% მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად განხორციელდა, დასვენების მიზანი კი მხოლოდ 4,6%-ია, შოპინგი – 12,2%, მკურნალობა-გაჯანსაღება – 12,7%.