95 ხმით 7-ის წინააღმდეგ პარლამენტმა უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.
კანონში შესატანი ცვლილებები მიხედვით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ჩერდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადასვლის საკითხს ითვალისწინებს.
პროექტის ავტორი და ინიციატორი “ქართული ოცნების“ 40 დეპუტატია.
“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს ანიჭებს და მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით მოითხოვს.