რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეტრო პოროშენკოს მიმართავს და ურჩევს, რომ ვიდრე ევროპაში წავა, რუსეთში არსებული ოფშერული ანგარიშები დახუროს. ამის მიზეზი კი პეტრო პოროშენკოს მიერ წარმოთქმულ მიხეილ ლერმონტოვის ლექსი გახდა, სადაც პოროშენკო კრემლს ემშვიდობება – „მშვიდობით, დაუბანელო რუსეთო“. პუტინმა კი პოროშენკოს რუსი პოეტის ლექსითვე უპასუხა და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან რუსული პოეზიისადმი სიყვარული დასაფასებელია.
პუტინის თქმით, იმ დროს როდესაც ლერმონტოვის ეს ლექსი იწერებოდა, ის ტერიტორია, რომელსაც დღეს უკრაინად მოიხსენიებენ, რუსეთის ტერიტორია იყო.
„ვურჩევ ზოგიერთებს, ვიდრე რუსეთისგან ევროპაში წავლენ, ჯერ თავისი ოფშორული ანგარიშები დახურონ“, – განაცხადა პუტინმა, რომელმაც დღეს მოსახლეობის კითხვებს პირდაპირი ეთერის საშუალებით უპასუხა. პუტინი ყოველწლიურ კითხვა-პასუხის მარათონს უკვე მეთხუთმეტედ მართავს.