ახალი ამბები ვიდეო მედია მთავარი პოლიტიკა

ჟურნალისტთა ჯგუფმა აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ ახალი დეტალები მოიპოვა (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=NPWBRFF5vuk

ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფმა მოიპოვა ვიდეოკადრები ერთ-ერთი კომპანიიდან, სადაც დამონტაჟებული იყო ვიდეო, რომელსაც სავარაუდოდ, აღწერილი აქვს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტი. საგამოძიებო ჯგუფი შეგნებულად ერიდება კადრების გამოქვეყნებას, რადგან ისინი შოშობენ, ძალოვანი უწყებების მხრიდან ამ კომპანიაზე მოხდება ზეწოლა კადრების გავრცელების გამო.

აღსანიშნავია, რომ როგორც ეს საგამოძიებო ჯგუფი ამტკიცებს, ვიდეოკადრები შეცვლილია და ზუსტად იმ დროისთვის, როცა წვიმიანი ამინდი იყო, მზიანი ამინდია აღბეჭდილი,

შეგახსენებთ, გასული თვის ბოლოს, თბილისში გაუჩინარდა და მეორე დღეს უპასპორტოდ, ბაქოს იზოლატორში აღმოჩნდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებდა და ბაქოდან საქართველოში დევნილი იყო.

იტვირთბა....