“ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გიორგი უძილაური საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, მას სახელმწიფო ჯიპების პრობლემის გადაწყვეტის ორი იდეა აქვს.
“1 – სახელმწიფო მანქანები უნდა ჩაემოერთვას მუნიციპალიტეტებსა და უწყებებს და გადავიდეს სახელმწიფო ავტოფარეხის ბალანსზე.
2 – უნდა მოხდეს ინვენტარიზაცია და შემდეგ ოპტიმიზაცია.
3 – მაღალჩინოსნებმა ჯიპები უნდა გამოიყენონ მხოლოდ გაუვალ ტერიტორიებზე მივლინებისას. დაიწერება მოთხოვნა და გაეგზავნება ავტოფარეხს. ასევე უნდა იქნას გამოყენებული წარმომადგენლობითი ავტოტრანსპორტი _ დაიწერება ოფიციალური მოთხოვნა, მოენიშნება კონკრეტული დელეგაციის დახვედრა და მარშრუტი და გაიცემა ტრანსპორტი. ეს აღრიცხვა დაეხმარება სახელმწიფოსაც და საზოგადოებასაც, დაინახონ თუ ვინ რომელი მაღალჩინოსანი სად დადიოდა.
ჩინოვნიკი ემსახურება სახელმწიფოს და არა სახელმწიფო ჩინოვნიკს, ამიტომ ამ მიდგომას ვერ გააპროტესტებენ.
მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილი მთიან რეგიონებს მოიცავს. ერთი ძვირადღირებული ჯიპის გაყიდვით შესაძლებელია იმავე ხარისხის 2 ჰაილუქსის ყიდვა. სრულად შესაძლებელია პარკის განახევრებით ყველას დაკმაყოფილება. ზედმეტი ტრანსპორტი კი გავიდეს აუქციონზე და შემოსული თანხებით მთიქნი რეგიონებისთვის შეისყიდონ ყველგანმავალი სასწრაფო დახმარების სპეცტექნიკა.
საქმეც არ გაფუჭდება და საზოგადოებაც დაინახავს რომ ხელისუფლება ადეკვატურია.
პრობლემის გადაჭრის მეორე, გარდამავალი ვარიანტი:
ყველა სახელმწიფო უწყებას(გარდა სპეცსამსახურებისა) დაევალოს მის ავტოტრანსპორტს, მათ შორის ძვირადღირებულ ჯიპებს დიდად დაეწეროს კონკრეტული უწყების ოფიციალურო დასახელება, ოფიციალური ლოგო და ბრენდირების ნიშნები. ხომ იმით იმართლებენ თქვს რომ სამუშაოდ სჭირდებათ და არა სამარიაჟოდ, ხოდა ამომრჩეველმაც დაონახოს, ვინ რა ინტენსივობით მუშაობს”