თბილისში, ფარმაცევტული კომპანია “ჰეელის” აფთიაქი გაქურდეს. როგორც აფთიაქის მეპატრონე აცხადებს, მათ აფთიაქი გაძარცვული დილით ნახეს. მისი თქმით, ქურდმა მხოლოდ მცირე ოდენობით თანხის წაღება შეძლო.
“დილით აფთიაქში მისულ ფარმაცევტს კარი ღია დახვდა. გამოვიძახეთ პოლიცია და დაცვის სამსახური, რომელიც ორგანიზაციას ემსახურება. წაღებულია მცირე ოდენობის თანხა, რომელიც სალაროში იყო. ქურდობა სავარაუდოდ წუხელ მოხდა”, – აცხადებენ აფთიაქში.
ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.