ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტი დღეს სპეციალურ რეზოლუციას უყრიან კენჭს

გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე, ევროპარლამენტი დღეს სპეციალურ რეზოლუციას უყრიან კენჭს. ასევე განიხილება აზერბაიჯანში მეედის მდგომარეობა და ჟურნალისტებზე განსაკუთრებული ზეწოლის ფაქტები.

16 პუნქტიანი დოკუმენტის პირველი 4 პუნქტი საქართველოს ეხება. რეზოლუციის პროექტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტი გატაცებადაა შეფასებული.

მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება, რომელსაც ასევე დაესწრება მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევაც.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, ოჯახის მტკიცებით, მუხთარლი გაიტაცეს და საზღვარზე იძულებით უკანონოდ გადაიყვანეს, ვინაიდან მას პასპორტი თან არ ჰქონია. მათივე მტკიცებით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ასევე 10 ათასი ევრო ჩაუდეს.

დახურული სასამართლო პროცესის შემდეგ 31 მაისს, ბაქოს საბალის რაიონულმა სასამართლომ მუხთარლის 3-თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებები აქვს წაყენებული.

იტვირთბა....