ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით საყვარელიძე: პოროშენკომ სააკაშვილი შეიძლება საქართველოს გადმოსცეს

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ სატელევიზიო გადაცემაში Zіткнення с Роксаной Руно განაცხადა, რომ შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მოახდინოს.  კერძოდ, მისი განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დიდი ხანია აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს ბიძინა ივანიშვილთან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ:

„ყველა არხზე საუბრობენ, რომ თუკი სააკაშვილი არ შეაჩერებს თავის პოლიტიკურ ოპოზიციურ საქმიანობას, საქართველოში მისი ექსტრადიცია მოხდება“, – განაცხადა საყვარელიძემ.

როგორც საყვარელიძემ  განაცხადა,  სააკაშვილის და პოროშენკოს ღირებულებათა ბაზა ძალიან განსხვავდება და პოროშენკო დიდად მონდომებული არც იყო, სააკაშვილი უკრაინაში შეეშვა.

იტვირთბა....