თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე ამბობს, რომ სოსო ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში მზად არის, რომ თავად გადაფრინდეს კონგოში და მის სამძებრო ღონისძიებებს სათავეში ჩაუდგეს. მისი თქმით, საქმე სრულ კონტროლზეა აყვანილი და მფრინავის ადგილსამყოფელის დასადგენად საქართველო ყველა ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს.
“სამწუხაროდ ოჯახისა და მეგობრების პროტესტზე გარკვეულმა ჯგუფებმა და პოლიტიკურმა მიმართულებებმა გადაწყვიტეს, ესპეკულანტათ, რასაც ლოგიკურად და სამართლიანად ოჯახის წევრებისა და მეგობრების მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
აღნიშნული ხალხი განდევნილი იყვნენ გამართული შეკრებიდან. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ვიცით გარკვეული საინფორმაციო უზრუნველყოფა. საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და მოლაპარაკებები დასრულებამდე იყო მიყვანილი, მაგრამ 13 მაისს, რამდენიმე უკონტროლო ჯგუფს შორის მოხდა შეტაკება. ერთ-ერთმა ჯგუფმა სიღრმეში გაიტაცა. ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი ინფორმაცია იყო. სოსო ოსორაულთან დაკავშირებული საქმე აყვანილი გვაქვს კონტროლზე. თუ საჭირო იქნება, პირადად მე მზად ვარ, გადავფრინდე კონგოში”, – განაცხადა კობა კობალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოსო ოსორაული შესაძლო დაღუპვის თაობაზე ინფორმაცია გაეროს წერილზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა ეს ცნობა დადასტურებული არ არის და მუშაობა ამ კუთხით გრძელდება. ქართველი მფრინავი კონგოში 27 იანვარს ჩამოაგდეს და ის მას შემდეგ ტყვეობაში იმყოფებოდა. გამტაცებლები ოსორაულში ერთ მილიონს ითხოვდნენ, თუმცა მისი კვალი და ადგილსამყოფელი 13 მაისიდან დაიკარგა.