ვირჯინიის შტატში ბეისბოლის მატჩის დროს რესპუბლიკელ კონგრესმენს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ვიპ სტივ სკელიზის გარდა, სროლის შედეგად, კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა. კონგრესმენს ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.