ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აშშ-ი დაკავებული ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი თავისუფალია

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი თავისუფალია. მისი მეუღლის  თათა შავლაყაძის ინფორმაციით, ის  პატიმრობიდან გუშინ საღამოს, გირაოს საფუძველზე გამოუშვეს. ცოლის განცხადებით, მისი ქმარი უდანაშაულოა და კრიმინალურ დაჯგუფება სინდიკატთან საერთო არაფერი აქვს.

ამ დროისთვის საპატიმროში კვლავ რჩება სამი ქართველი, მათ შორის მოკრივე ავთანდილ ხურციძე. რომელსაც სასამართლომ გირაოზე უარი უთხრა. თუმცა მაყაშვილის ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ მასაც მალე გაათავისუფლებენ.

შეგახსენებთ, ამერიკელმა სამართალდამცველებმა 15-მდე ქართველს ბრალი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის, ნარკოდანაშაულის, რეკეტიორობის, კორუფციის, თაღლითობის, კონტრაბანდისა და არალეგალური თამაშებისთვის წაუყენეს. თითოეულს რამდენიმე მძიმე ბრალი აქვს, რომელთაგან ზოგი 20, 40 წლიან ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....