მდინარე ვერეს ხეობაში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა, სადაც ოთხი ადამიანი იჯდა. თვითმხილვეების ინფორმაციით, სამაშველო სამსახურმა მათი მდინარიდან ამოყვანა შეძლეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხივე მათგანს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ავტომობილმა მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ფერდობზე ბუნებივი აირის მილს შეეჯახა და მდინარე ვერეს ხეობაში ჩავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 176-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო.